საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს. გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია განცხადებაში განმარტავს.
„ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნულია განცხადებაში.