თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, შესაბამისი ზომებია მისაღები.
კითხვას, ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს თუ არა ბაზრობებზე პიროტექნიკის რეალიზაციას, კალაძე პასუხობს, რომ მომავალი წლიდან მიღებული იქნება გარკვეულ გადაწყვეტილებები.
„ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამაზე და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან, აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს", – განაცხადა კახა კალაძემ.