უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც შეთანხმებული იყო აშშ-ის ხელისუფლებასთან ვაშინგტონში ვიზიტის დროს, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდება.
ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს [26 დეკემბერს] გავმართე გაფართოებული შეხვედრა აშშ-ში ვიზიტის შედეგებსა და შეთანხმებების შესრულებაზე. დროს არ დავკარგავთ. ჩვენ სწრაფად განვახორციელებთ ყველაფერს, რაც შეთანხმებული იყო ვაშინგტონში. რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, 21 დეკემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი განახორციელა. ეწვია აშშ-ს, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და სიტყვით აშშ-ის კონგრესს მიმართა.