ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
ვიზიტის შესახებ, მოჰამად ჯავად ზარიფი საკუთარ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
ზარიფის თქმით, ილჰამ ალიევთან თავისი შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონში ახალი ვითარებაა. ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს,სომხეთს, რუსეთსა და თურქეთს ეწვევა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკება დაასრულა ორმხრივი ურთიერთობის და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ამ ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.