უკრაინაში ომი: რა მოლოდინები აქვთ ანალიტიკოსებს 2023 წლისთვის

უკრაინაში კონფლიქტი უკვე მეორე კალენდარულ წელს ითვლის. BBC-მ რამდენიმე სამხედრო ანალიტიკოსს ჰკითხა, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილზე 2023 წელს. 

„რუსეთის საგაზაფხულო შეტევა“

სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი მაიკლ კლარკი ამბობს, რომ ორივე მხარეს პაუზა სჭირდება, მაგრამ უკრაინელები უკეთ აღჭურვილნი და მოტივირებულები არიან, რომ გააგრძელონ შეტევა.

„ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ, რომ ისინი ზეწოლას შეინარჩუნებენ, ყოველ შემთხვევაში, დონბასში“, - განაგრძო ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, კრემენაიასა და სვატოვოს ირგვლივ ძალიან ახლოს არიან დიდ გარღვევასთან, რომელიც რუსულ ძალებს თავდაცვით ხაზთან დააბრუნებს, იქ, სადაც მათი შეჭრა ფაქტობრივად დაიწყო თებერვალში. უკრაინის შეტევები შესაძლოა, შეჩერდეს სამხრეთ-დასავლეთით, მაგრამ კიევის ახალი მოულოდნელი შეტევის წამოწყების შესაძლებლობა არასოდეს არის გამორიცხული.

„უკრაინა თავის მიწას დაიბრუნებს“

ანდრეი პიონტკოვსკი, მეცნიერი და ანალიტიკოსი ვაშინგტონში, მიიჩევს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად აღადგენს არაუგვიანეს 2023 წლის გაზაფხულისა. ანალიტიკოსის აზრით, ამ დასკვნის საფუძველს ორი ფაქტორი იძლევა. 

ერთი არის „უკრაინელი სამხედროების და მთლიანად უკრაინელი ერის მოტივაცია, მონდომება და გამბედაობა, რაც უპრეცედენტოა თანამედროვე ომის ისტორიაში“.

Ukrainian soldiers with the 43rd Heavy Artillery Brigade fire a rocket from a 2S7 Pion self propelled cannon, as Russia's attack on Ukraine continues, during intense shelling on the front line in Bakhmut, Ukraine, December 26, 2022.

მეორე გარემოება: ფაქტი, რომ რუსი დიქტატორის მიმართ წლების განმავლობაში არსებული დაშოშმინების პოლიტიკის შემდეგ, დასავლეთი საბოლოოდ გაიზარდა და გააცნობიერა ისტორიული გამოწვევის სიმძლავრე.

ამის საუკეთესო ილუსტრაცია NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადებაა: „ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფინანსები. ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინელები იხდიან, არის სისხლი. თუ ავტორიტარული რეჟიმები დაინახავენ, რომ ძალადობა იმარჯვებს, ჩვენ ყველა გადავიხდით გაცილებით მაღალ ფასს. და სამყარო გახდება უფრო საშიში ყველა ჩვენგანისთვის“.

პიონტკოვსკი იმედოვნებს, რომ მელიტოპოლი გახდება საკვანძო ბრძოლის წერტილი უახლოეს თვეებში (შესაძლოა, კვირებში). მელიტოპოლის ხელში ჩაგდების შემდეგ, უკრაინელები ადვილად გადავლენ აზოვის ზღვაში, ფაქტობრივად, შეწყვეტენ მიწოდების და საკომუნიკაციო ხაზებს ყირიმთან.

  • რუსეთის კაპიტულაცია ოფიციალურად გაფორმდება ტექნიკურ მოლაპარაკებებზე მას შემდეგ, რაც უკრაინის დამანგრეველი წინსვლა ცხადი გახდება ბრძოლის ველზე. გამარჯვებული სახელმწიფოები - უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ - ჩამოაყალიბებენ ახალ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას.

ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტი, ბარბარა ზანჩეტა

ზამთარი რთული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ეცდება, დაარღვიოს ისედაც დაშლილი მოსახლეობის მორალი და გამძლეობა. მაგრამ უკრაინის გამძლეობა მტკიცე აღმოჩნდა. ისინი მტკიცედ დადგებიან. ომი გაგრძელდება. მოლაპარაკების პერსპექტივები ბუნდოვანია. პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის, სულ მცირე ერთი მხარის ძირითადი მოთხოვნები უნდა შეიცვალოს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მოხდა, ან რომ ეს მალე მოხდება.

Tank in Donbas

როგორია დასასრული

ომის ხარჯებმა, როგორც მატერიალურმა, ისე ადამიანურმა, შესაძლოა, რუსული პოლიტიკური ელიტის მოთმინება აავსოს.  გასაღები რუსეთის შიგნით უნდა ვეძებოთ.

წარსულ ომებში, არასწორი გათვლები გადამწყვეტი ელემენტი აღმოჩნდა, მაგალითად, ვიეტნამი შეერთებული შტატებისთვის ან ავღანეთი საბჭოთა კავშირისთვის, მხოლოდ ამ გზით დასრულდა. შეიცვალა შიდა პოლიტიკური პირობები, რის გამოც ქვეყნიდან ჯარების გასვლა ერთადერთი ეფექტიანი ვარიანტი გახდა.

თუმცა ეს შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ დასავლეთი მტკიცედ დადგება უკრაინის მხარდასაჭერად, გაზრდილი შიდა ზეწოლის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია ომის ხარჯებთან. სამწუხაროდ, ეს იქნება დიდი ხნის გაჭიანურებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გადაწყვეტილების ბრძოლა. 2023 წლის ბოლოსთვის ის, სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება.

რუსეთის დამარცხების გარდა სხვა შედეგი არ ჩანს

ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის შეფასებით, ჯერ კიდევ ნაადრევია კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა, მაგრამ მთელი იმპულსი ახლა უკრაინის მხარესაა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მოიგებენ ამ ომს, ალბათ 2023 წელს. ზამთარში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის ძალები უკეთესად გაუმკლავდებიან მას, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და გერმანიიდან შემოსული ზამთრის ყველა აღჭურვილობის გამო.

იანვრისთვის უკრაინას შეუძლია, დაიწყოს კამპანიის ბოლო ეტაპი, რაც ნიშნავს ყირიმის გათავისუფლებას.

ჩვენ ისტორიიდან ვიცით, ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. როდესაც ვხედავ უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მონდომებას და უკრაინის ლოგისტიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას, ვერ ვხედავ სხვა შედეგს, გარდა რუსეთის დამარცხებისა“.