აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა. ის პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჯანეტ იელენი ასევე პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკურ საკითხებში პანდემიაზე რეაგირების მექანიზმის მართვაზე.
ის 2014-2018 წლებში აშშ-ის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა.