კობახიძის თქმით, სააკაშვილის შეწყალებით პრეზიდენტი იმიჯს თავისთავად დაიზიანებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, ეს მის იმიჯს დაზიანებს.

"იმიჯის დაზიანება ხდება თაავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარი იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.