27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7009 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7028 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8800 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1444 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.2576 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 დეკემბრიდან შევა ძალაში.