ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა.
„წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან - ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ და ჩვენმა უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ დასაქმება სეზონურ და სხვადასხვა სამუშაოზე. ეს მათი შემოსავლის ზრდას და ქვეყანაში თანხების შემოდინებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა აზარაშვილმა.