მოსკოვში იპოვეს პაბლო პიკასოს კერამიკული ლანგარი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გაუჩინარდა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის პორტალს დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა, 2022 წლის დასაწყისში ეს ლანგარი ექსპერტიზაზე რუსეთში გაგზავნეს.
დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრის თქმით, ექსპონატის ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნება წლის ბოლომდეა შესაძლებელი. კოვე ამბობს, რომ დეფაქტო აფხაზეთის კულტურის ყოფილი მინისტრი გუდისა აგრბა პიკასოს კერამიკული ჭურჭლის ექსპერტზის პროცესს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ადრე დიმიტრი გულიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნულ ბანკში საცავიდან პაბლო პიკასოს ლანგარი და ფერნანდ ლეჟეს ორი ნამუშევარი გაქრა.
ლეჟეს ნამუშევარი დე ფაქტო კულტურის სამინისტროში აღმოაჩინეს, ხოლო პიკასოს ლანგრის ძებნა გაგრძელდა.
ახლა დაურ კოვე ამბობს, რომ პიკასოს ანგრის დე ფაქტო აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ექსპონატების ექსპერტიზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.
„ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დოკუმენტები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სავარაუდოდ პიკასოს თეფში და ფერნანდ ლეჟეს ნახატი“, - თქვა დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრმა.
ექსპონატების შეფასებაში რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის სპეციალისტების ჩართვა იგეგმება