თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო.
სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.