თელ-ავივში ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი დაიკეტა. ისრაელმა სხვა ქვეყნებთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ამ გზით ქვეყანა ცდილობს ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის შეტანა შეაჩეროს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ავიამიმოსვლა იანვრის ბოლომდე იქნება შეჩერებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა აკრძალვა მინიმუმ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.