მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება, რადგან ის ამის აზრს ვერ ხედავს - ამის შესახებ „ვივა მედიდან“ გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს გიული ალასანიამ განუცხადა.
„აზრი არ აქვს, მაინც არ ჩართავენ და ხომ იცით, როგორც მთავრდება", - განაცხადა ალასანიამ.
ამასტან მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის კონსულმაც მოინახულა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის სასჯელის გათავისუფლების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს.
პროცესზე იგეგმება ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის გამოკითხვა.
22 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩართეს. მალევე მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესში მონაწილეობა ვაღარ გააგრძელა.
- რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით
- ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა