საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს.

ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვაქცინა შეძენილია. ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი იმისა, რომ ისინი აცრილები იყვნენ. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ვაქცინაციას დავიწყებთ. საერთო ჯამში ჩვენ 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.