193 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 545, აჭარაში - 219, იმერეთში - 605.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 51, იმერეთში - 177.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში- 1, იმერეთში - 23.

353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 - თბილისში, 118 - აჭარაში, 18 - იმერეთში.

3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 189, აჭარაში - 98, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 977 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 135 პირი, აჭარაში - 979, იმერეთში - 1 694.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1050 გამოჯანმრთელდა.