თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის შეფასებით, ქართველებმა იციან, რომ ევროკავშირის წევრობა მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის ტოლფასია.
„ეს არ არის მარტივი, ეს მოითხოვს კომპრომისსა და დიდ შრომას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.