დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისი გახსნა

დონალდ ტრამპმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

„დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის ოფისი ოფიციალურად გახსნა.

ოფისი პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის კორესპონდენციაზე, საჯარო განცხადებებზე, გამოსვლებსა და ოფიციალური საქმიანობის წარმართვაზე, რომლის მიზანი შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევა და ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებაა. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის იქნება ამერიკელი ხალხის დამცველი“, - ნათქვამია განცხადებაში.