უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მერის თქმით, შესაძლოა, წყალმომარაგებაც შეწყდეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით იმუშავებენ.
ლვოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებულია. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 დეკემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით ახალი მასობრივი შეტევა დაიწყო.