გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ ე.წ. "ოქროს მოწმე" გური ამირხანაშვილი რვა საათის განმავლობაში იკითხებოდა.
პროკურორის თქმით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა, დაცვის მხარისთვის კი გაუგებარია რატომ არის ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, რადგან ადვოკატების თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი.
პროკურატურა, ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ხუთ პირს ედავება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.