აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მთავრობის თითოეულ ავტომობილს ელექტრომანქანით ჩაანაცვლებს. ჯო ბაიდენი აშშ-ში შექმნილ ელექტრომანქანებზე ხშირად საუბრობს.
„ფედერალურ მთავრობას დიდი რაოდენობით მანქანა ჰყავს, რომელიც ბენზინზე მუშაობს. ჩვენ ამ ავტომობილებს ჩავანაცვლებთ გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი ელექტრომანქანებით, რომელიც იქნება ამერიკელების მიერ წარმოებული", - განაცხადა ბაიდენმა.
ქვეყნის მასშტაბით 650,000-ზე მეტი სახელმწიფო მანქანაა, აქედან 245,000 სამოქალაქო, 173,000 სამხედრო და 225,000 საფოსტო ოფისის ავტომობილია.