როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალი წლის დღეებში

5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.