მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთისგან კორონავირუსის პანდემიის ქვეყანაში გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს, რადგან ჩინეთში დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება.
ამასთან, ჯანმოს სურს, ჰოსპიტალიზაციის, რეანიმირებული პაციენტებისა და გარდაცვლილების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.
"აშშ-მა, ინგლისმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ტაივანმა ჩინეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის კორონავირუსის ტესტები კვლავ სავალდებულო გახადეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, დეკემბერში კორონავირუსს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა.