ამირან გამყრელიძე: კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს 1.5 წელიწადში დაუბრუნდება

„სადღაც 1.5 წლის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრების რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩემი აზრით, კაცობრიობა იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც მე და თქვენ ყველგან ვმოძრაობდით, დავდიოდით და ვმოგზაურობდით, 1.5 წელიწადში დაუბრუნდება.

თუ წელს ის სამიზნეები, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული... დაახლოებით, 8 მლრდ ვაქცინაა შეკვეთილი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ და ეს 4 მლრდ ადამიანის ვაქცინაციისთვისაა გათვლილი, თუ ეს მოხდა, მაშინ ჩვენ მაინც დაგვჭირდება ნიღბის ტარება, დისტანცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.