გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ომს დაუთმო.
მისი თქმით, პუტინი აწარმოებს „იმპერიალისტურ, მტაცებლურ ომს ევროპის ცენტრში“.
„ამავე დროს, გერმანიამ არ მისცა შანტაჟის უფლება, როდესაც რუსეთმა გაზზე წვდომა შეუწყვიტა“, ამბობს შოლცი.
„გერმანია და მისი მოქალაქეები მზად იყვნენ და იქნებიან უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კანცლერმა.
„პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინა რამდენიმე დღეში, როგორც მან დაგეგმა. პირიქით: უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს - ჩვენი დახმარების წყალობითაც და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა შოლცმა.