NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა გერმანიამ საფრანგეთისგან გადაიბარა.
მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, NATO-მ VJTF-ის ელემენტები ქვედანაყოფის კოლექტიური თავდაცვის პირველი მისიით, რუმინეთში განათავსა.
„გერმანია მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ჩვენ მადლობას ვუხდით მას ხელმძღვანელობისთვის 2023 წელს. რადგან რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. VJTF არის NATO-ს პირველი სწრაფი რეაგირების ძალები და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მთავარი ნაწილი. გერმანიის ხელმძღვანელობა არის მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების ძლიერი დემონსტრირება“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა.
2023 წელს, VJTF-ის სახმელეთო ჯარები დაახლოებით, 11,500 ათას სამხედროს შეადგენენ.
საერთო ჯამში, აღნიშნულ ძალებში თავისი წვლილი NATO-ს ცხრა მოკავშირეს (ბელგია, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია) შეაქვს.
ამასთან, გერმანია პირველად ხელმძღვანელობს VJTF-ის სპეცდანიშნულების რაზმს.
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF) 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და ახლო აღმოსავლეთში კრიზისების შემდეგ შეიქმნა.