გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა

გერმანიამ უკრაინას, ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთი Bergerpanzer 2-ის ჯავშანტექნიკა და 13 სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა. 

ამ დრომდე, უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო 13 Bergerpanzer 2-ისა და 78 სასაზღვრო სამსახურის მანქანა.

გერმანიამ ასევე გადასცა უკრაინას ერთი სასწრაფო (სულ 35) და ორი სატვირთო მანქანა (სულ 6).

გარდა ამისა, სახელმწიფო ემზადება უკრაინისთვის 50 საველე გამათბობლისა და 26 ჩამტვირთველი სისტემის გადასაცემად.