ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გვერდზე დაწერა და თან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

"ერთ-ერთი უპირატესობა იმისა, რომ 65 წლის ვარ ისაა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ამ ეტაპზე მეკუთვნის. პირველი დოზა უკვე გავიკეთე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, - წერს ბილ გეითსი.

ბილ გეითსის და მისი მეუღლის ფონდი აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში,ბილ და მელინდა გეითსების ფონდს $400 მილიონზე მეტი ოდენობის თანხა აქვთ გაღებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.