გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება. ამის შესახებ პეტერ ფიშერმა Europetime-თან ექსკლუზიურ საახალწლო გზავნილში ისაუბრა.
„მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან, სადაც ახლა ჩემ უკან და პარლამენტის წინ, ულამაზეს ნაძვის ხეს ხედავთ. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ყველას, ჩვენს ქართველ მეგობრებს მივულოცო შობა-ახალი წელი. ახალი, 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება“.