ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის შესახებ ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურად, საახალწლო მილოცვაში განაცხადა.
„ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ ჩემს მეგობრებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, მათ ოჯახებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც Europetime-ს ადევნებს თვალს. მადლობა შესაძლებლობისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს ნაწილი.
დაე, 2023 წელი იყოს უფრო უკეთესი, უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა; საქართველოს მოქალაქეებს და თქვენს შვილებს კი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული, წარმატებული, უსაფრთხო და დაცული მომავალი ჰქონდეთ“.