აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი საახალწლო გზავნილში ამბობს, რომ საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს. პოლ გობლი საქართველოს ახალ წელს, ექსკლუზიურად, Europetime-დან ულოცავს.
„2023 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ასევე, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას. მე ვფიქრობ, ეს რეალისტური სურვილებია.
რეალურად, ორივე მიმართულებით, საქართველოს ამ წელს აქვს ისეთი პერსპექტივები, როგორც არასდროს. იმედი მაქვს, საქართველოს ექნება შანსი, შეუერთდეს საზოგადოებას, რომელსაც წარსულში, რუსულმა იმპერიალიზმმა დააშორა. ასევე იმედი მაქვს, საქართველოს ხალხს ექნება აყვავებული და წარმატებული მომავალი“.