აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი აცხადებს, რომ USAID მხარს უჭერს საქართველოს, რათა იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა. წელს საქართველოსთვის USAID-ის პარტნიორბით შეიქმნა 2000-მდე სამუშაო ადგილი, ბიზნესებმა გაყიდვებით 90 მილიონი დოლარის გენერირება მოახდინეს.
„ეს წელი მარტივი არ იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, უკრაინისთვის. USAID დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით. USAID მხარს უჭერს საქართველოსაც, რომელიც გვინდა, რომ იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა. წელს საქართველოსთვის USAID-ის პარტნიორბით შეიქმნა 2000-მდე სამუშაო ადგილი, ბიზნესებმა გაყიდვებით 90 მილიონი დოლარის გენერირება მოახდინეს.
საქართველო როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, გავაცანით 20 მილიონზე მეტ პოტენციურ ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. სუფთა, განახლებადი ენერგიის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობით USAID მუშაობდა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.
USAID-მა დაიწყო რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გავლევს, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა განათლების, დემოკრატიის და ეკონომიკის მიმართულებით. დაე, ახალმა წელმა ბედნიერება მოუტანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს. USAID 2023 წელსაც გააგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსთან“.