აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა 2023 წელს საქართველოს უპირველეს ყოვლისა მშვიდობას უსურვებს. საახალწლო გზავნილს ბრაიზა ექსკლუზიურად Europetime-ს უზიარებს.
„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. გისურვებთ სიხარულით, კეთილდღეობით და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობით სავსე 2023 წელს. მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანზეა დაფუძნებული და ეწინააღმდეგება თქვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაციას, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.