კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ჯგუფებთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს

კოლუმბიის პრეზიდენტმა მთავარ შეიარაღებულ ჯგუფებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. 6-თვიანი შეთანხმება ხუთ შეიარაღებულ ჯგუფზე ვრცელდება. ხუთი ორგანიზაცია, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმისაცას მოიცავს.

შეთანხმება 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში და მოლაპარაკებებში პროგრესზე იქნება დამოკიდებული. 

აგვისტოს თანამდებობის დაკავების შემდეგ, გუსტავო პეტრო „სრული მშვიდობის“ პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს, რათა 50-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოსა და მემარცხენე პარტიზანებისა და მემარჯვენე სამხედროების სხვადასხვა ჯგუფს შორის დასრულდეს.

სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა ივან დუკემ შეაჩერა, კოლუმბიის მთავრობამ გასულ თვეში განაახლა. ჯგუფთან მოლაპარაკებები 2017 წელს, ხუან მანუელ სანტოსის მთავრობის დროს დაიწყო.