კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა.
მინისტრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებული კარლოს ოლმეს ტრუხილიო საავადმყოფოში 13 იანვარს გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული გართულებების გამო კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო.