მესტიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.