ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს.
განცხადების მიხედვით რეგულაციების გამკაცრება საჭირო კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო გახდა.
ევროკავშირის ქვეყანაში შესვლამდე ყველა პირი ვალდებულია კორონავირუსის PCR ტესტი ჩაიტაროს, თვითფრინავში ჩაჯდომამდე არაუგვიანეს 72 საათისა, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები COVID-ტესტის გაკეთებას ევროპის ნებისმერ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგაც შეძლებენ.
არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესაძლოა სავალდებულო გახდეს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, თუ ამის საჭიროებას გახდება.
ევროკომისია, ასევე, გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა.
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა. კერძოდ, ბოლო 14 დღეში COVID-19-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი, ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აჭარბებდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა ცდებოდეს.
ასევე, გათვალისიწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა, ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსის ახალი შტამი.