აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა.
მხარეებმა საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის ავღანეთის და ირანის თემები განიხილეს. ანგელა მერკელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებაში აშშ-ის დაბრუნებას მიესალმა.
„კანცლერმა პრეზიდენტი ბაიდენი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლა საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების დაწყების შემდეგ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა კანადის, მექსიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელებთან.