LIVE: მსოფლიო პელეს ემშვიდობება - ლეგენდის უკანასკნელი წუთები სტადიონზე

მსოფლიო პელეს ემშვიდობება. ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დღეს სამშობლოში დაკრძალავენ. ანდერძის მიხედვით ის სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაიკრძალება, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი მოჩანს.

ამ წუთებში პირდაპირი ეთერი მიმდინარეობს სტადიონიდან, სადაც გულშემატკივარების უწყვეტი რიგი პელეს ემშვიდობა. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი, საფეხბურთო ლეგენდა 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში პელეს თირკმლისა და პროსტატის პრობლემები ჰქონდა.

21-წლიან კარიერაში პელე იყო ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა 1 363 თამაშში 1 281 გატანილი გოლით, მათ შორის სანაკრებო დონეზე 92 თამაშში 77 გატანილი გოლით. ის ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული - 1958, 1962 და 1970 წლებში. 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.