მთავრობის კანცელარიასთან აქციაა

ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის კანცელარიათან ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით, აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ამოქმედდეს სტრანსპორტი, გაუქმდეს კომენდანტის საათი, სკოლებმა და სასწავლო დაწესებულებებმა განაახლონ მუშაობა.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს მოვაჭრეებიც შეუერთდნენ, მათ კანცელეარიასთან სიმბოლურად მიიტანეს თავიანთი პროდუქტი.

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.