ზურაბიშვილი ილია მეორეს: ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ იუბილეს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 90 წლის იუბილეს ულოცავს. 

„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.