საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს! ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი.
საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს.
მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას“, – აღნიშნულია მილოცვაში.