იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Rainews24-ი ავრცელებს.

გადადგომის შესახებ ჯუზეპე კონტემ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას შეატყობინა.

„პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მიმდინარე მოვალეობების შესრულება შესთავაზა“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე გეგმავს, გადადგომის შემდეგ, კოალიცია შექმნას, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.