რუსეთი და ირანი ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ

ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა და სერგეი ლავროვმა ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Ria.ru-ს ცნობით, მოსკოვში შეხვედრაზე დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა რუსეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემები, მათ შორის სპარსეთის ყურის ზონაში არსებული ვითარება, JCPOA– ს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლპარაკებების გაგრძელების თემა და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისში ჩამოსვლამდე ბაქოს და მოსკოვს ეწვია.