აშშ-ში ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტის, ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი დაიბეჭდება, რომელიც მონობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის, ჰარიეტ ტაბმენი ბოლო ასი წლის განმავლობაში ამერიკულ ბანკნოტებზე გამოსახული პირველი ქალი იქნება. მანამდე 1891-1896 წლების გამოშვების 1-დოლარიან სერტიფიკატზე ყოფილი პირველი ლედის, მარტა ვაშინგტონის გამოსახულება იყო, 1865-1869 წლებში კი 20-დოლარიან ბანკნოტები ინდიელი პრინცესა პოკაჰონტასის პორტრეტით იბეჭდებოდა.
ახლა კი 20-დოლარიან ბანკნოტებზე აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, მონათმფლობელის ენდრიუ ჯექსონის გამოსახულებაა.
როგორც ცნობილია, ჯეფერსონის გამოსახულების ტაბმენის პორტრეტით შეცვლა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილების ამოქმედება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაყოვნა. ჯო ბაიდენმა კი განაცხადა რომ მისი ადმინისტრაცია პორტრეტის შეცვლის პროცედურის დაჩქარების გზას ეძებს.