ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში - ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს. 

„ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება.

მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს - პირველ რიგში.

„მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა  ვიდოდე".

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!"- ნათქვამის ილია მეორის სამადლობელ სიტყვაში. 

4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.