Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, განიხილებდა თუ არა „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანების უკრაინაში გაგზავნის საკითხი.
მანამდე, 4 იანვარს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს. კირბის თქმით, ახალი დახმარება შეიძლება, დამატებით HIMARS-ს (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) მოიცავდეს, რომლის მიწოდებამ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ შეცვალა სურათი.
აშშ-ის არმია Bradley-ს ჯავშანმანქანებს ჯარისკაცების გადასაყვანად 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებს. აშშ-ის არმიას Bradley-ს ათასობით ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელსაც შეუძლია, უკრაინელებს ბრძოლის ველზე დაეხმაროს.