აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ და უკრაინა უკვე განიხილავენ სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება. 

გამოცემის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ასევე გაურკვეველია, როდის დაიწყება BMP-ის გამოყენება, გადაცემის შემთხვევაში.

ბრედლის საბრძოლო მანქანები შექმნილია ქვეითი სამხედროებისა და დაზვერვის გადასაყვანად.