ლინას ლინკევიჩუსი თვითიზოლაციაში გადადის

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხება ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დელეგაციასთან, რომლის რამდენიმე წევრს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ლინას ლინკევიჩუსმა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა, რომელიც ლიეტუვას 28-29 სექტემბერს სტუმრობდა.

ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მისმა მეუღლემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრმა გუშინ კორონავირუსზე ტესტები ჩაიტარეს, თუმცა ყველას მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.