29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს", - ნათქვამია განცხადებაში.