დეპუტატი, ბოლნისის საკრებულოს წევრი, ეკატერინე კობალავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
"ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს საკრებულოს წევრის, ეკატერინე კობალავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
დაკრძალვა შაბათს, 7 იანვარს, 14 საათზე", -აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელსაც ბოლნისის საკრებულო ავრცელებს.